უკრაინაში 10 წლის ირა ხიმიჩი სიბერით გარდაიცვალა. ამის შესახებ გოგონას დედა „ფეისბუქში“ წერს.
„გუშინ მისი გული გაჩერდა. მაპატიე, მზევ, რომ ამჯერად ვერ გადაგარჩინე", - წერს დედა.
გოგონას პროგერია გქონდა. ეს არის უიშვიათესი, გენეტიკური დაავადება, რომელიც არ იკურნება. მისი მეორე დასახელება ჰატჩინსონ-გილფორდის სინდრომია.