logo_geo
კანადაში ძლიერი სიცხით გამოწვეული ტყის ხანძრის გამო ერთი სოფელი თითქმის მთლიანად დაიწვა
- +

2 ივლისი. 2021. 12:43

 

 

კანადაში, ბრიტანული კოლუმბიის დაიწვა სოფელ ლიტონის 90%, სადაც 3 დღის განმავლობაში ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდებოდა. ამის შესახებ BBC წერს.

 

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი იან პოლდერმანი ამბობს, რომ „ცეცხლს სასწაულებრივად გადაურჩა, სოფლისგან კი თითქმის არაფერი დარჩა, ვინაიდან ცეცხლი აბსოლუტურად ყველაფერს მოედო“.

 

BBC-ის ინფორმაციით, ლიტონში ჰაერი 49.6C გრადუსამდე გათბა, შემდეგ კი ტყეში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის გავრცელებას ძლიერმა ქარმაც შეუწყო ხელი, რომელიც საათში 71 კილომეტრის სიჩქარით ქროდა. აქამდე კანადაში ჰაერის ტემპერატურას 45-გრადუსიანი ნიშნული არ გადაუკვეთავს. ბრიტანულ კოლუმბიაში 5 დღის განმავლობაში 486 ადამიანი გარდაიცვალა, მაშინ როდესაც წელიწადის ამ დროისთვის ეს მაჩვენებელი საშუალოდ 165-ს შეადგენს.

 

 

 

big_banner
არქივი