logo_geo
12 წლის აბჰიმანიუ მიშრა ჭადრაკის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი გახდა
- +

2 ივლისი. 2021. 13:14

 

 

12 წლის აბჰიმანიუ მიშრა ჭადრაკის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

 

ნიუ-ჯერსის მკვიდრმა მიშრამ 12 წლის, 4 თვისა და 25 დღის ასაკში სერგეი კარიაკინის რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც დიდოსტატი 12 წლისა და 7 თვის ასაკში გახდა.

 

მიშრამ 9-რაუნდიან პარტიაში დიდოსტატი ლეონ მენდონკა დაამარცხა, რითაც დიდოსტატის წოდების მოსაპოვებლად აუცილებელი ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი