12 წლის აბჰიმანიუ მიშრა ჭადრაკის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
ნიუ-ჯერსის მკვიდრმა მიშრამ 12 წლის, 4 თვისა და 25 დღის ასაკში სერგეი კარიაკინის რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც დიდოსტატი 12 წლისა და 7 თვის ასაკში გახდა.
მიშრამ 9-რაუნდიან პარტიაში დიდოსტატი ლეონ მენდონკა დაამარცხა, რითაც დიდოსტატის წოდების მოსაპოვებლად აუცილებელი ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა.