logo_geo
ტრამპის გუნდმა საკუთარი სოციალური ქსელი შექმნა
- +

2 ივლისი. 2021. 13:15

 

 

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდმა საკუთარი სოციალური ქსელი Gettr შექმნა. ინფორმაციას ამის შესახებ Politico ავრცელებს.

 

Gettr აბრევიატურაა. მისი სრული დასახელება Getting Together არის. სოციალურ ქსელს ასაკობრივი შეზღუდვა აქვს და მასში 17 წელს გადაცილებული პირები დარეგისტრირდებიან.

 

„Gettr-ის მისია cancel culture-თან ბრძოლა, საღი აზრის პოპულარიზაცია, სიტყვის თავისუფლების დაცვა, სოციალურ ქსელებში მონოპოლიისთვის წინააღმდეგობის გაწევა და რეალური ბაზრის იდეის შექმნაა", - აღნიშნავენ მისი შემქმნელები.

 

ახლა სოციალური ქსელი სატესტო რეჟიმშია და ოფიციალურად 4 ივლისს გაიხსნება.

 

ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, გამოიყენებს თუ არა პლატფორმას თავად დონალდ ტრამპი.

 

შეგახსენებთ, იანვრის დასაწყისში, „ტვიტერმა“ და „ფეისბუქმა“ დონალდ ტრამპი საბოლოოდ დაბლოკა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ამერიკელებს კაპიტოლიუმში შეჭრისაკენ საჯაროდ მოუწოდა.

 

 

big_banner
არქივი