logo_geo
რუსეთში, ქალაქ კოლომნას მერმა თავი მოიკლა
- +

2 ივლისი. 2021. 16:00

 

 

რუსეთში, ქალაქ კოლომნას მერმა, 46 წლის დენის ლებედევმა, საკუთარ ბინაში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამის შესახებ გამოცემა DW-ის რუსული რედაქცია წერს.

 

დენის ლებედევის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

 

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ქალაქის ხელმძღვანელი რამდენიმე დღის განმავლობაში ალკოჰოლს იღებდა.

 

სამართალდამცავი ორგანოები შექმნილი ვითარებასთან დაკავშირებით ოფიციალურად კომენტარს არ აკეთებენ.

 

დენის ლებედევი 1974 წლის 17 ოქტომბერს კოლომნაში დაიბადა. 2011 წლის დეკემბერში იგი არჩეულ იქნა მოსკოვის რეგიონალურ სათათბიროში. კოლომნას მერის მოვალეობას ის 2016 წლის ოქტომბრიდან ასრულებდა.

 

 

big_banner
არქივი