logo_geo
ნორვეგიაში, სოციალურ ქსელებში „ფილტრებიანი” ფოტოების განთავსება აიკრძალა
- +

2 ივლისი. 2021. 18:19

 

 

ნორვეგიის პარლამენტმა მარკეტინგის შესახებ კანონში ცვლილება მიიღო, რომლის მიხედვით სოციალურ ქსელებში ყველა „ფილტრიან” ფოტოს სპეციალურ მონიშვნა ექნება.

 

ამის შესახებ გამოცემა Vice სახელმწიფო ორგანოების საიტზე დაყრდნობით წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ინფლუენსერებს აუკრძალავენ „ფილტრიანი” ფოტოსურათების განთავსებას, რომელიც სხეულის ფორმებს, ან ვიზუალურ ნაწილს აუმჯობესებს.

 

შესაბამისი ზომა საზოგადოებაში სილამაზის არარეალისტურ სტანდარტებთან ბრძოლის გამო იქნა მიღებული.

 

კანონპროექტს მხარი 72-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 15 წინააღმდეგი იყო.

 

კანონპროექტის ძალაში შესვლისთვის საჭიროა ნორვეგიის მეფის ჰარალდ V- ის ხელმოწერა.

 

კანონში ცვლილების შეტანის ინიციატორი ბავშვთა, თანასწორობისა და სოციალური ინტეგრაციის სამინისტრო იყო.

 

„სილამაზის არარეალური ნორმები მოხვეულია ადამიანებისთვის სამუშაო ადგილებზე, საზოგადოებრივ ადგილებში, სახლში და სხვადასხვა მედიაში. ეს ფენომენი ყველგან არის წარმოდგენილი, და ძნელია მასთან ბრძოლა“, – ნათქვამია სამინისტროს პუბლიკაციაში.

 

კანონი გავრცელდება სოციალურ ქსელებში, როგორიცაა „ინსტაგრამი“. „ტიკ-ტოკი“, „ფეისბუქი“, „სნაპჩატი“ და „ტვიტერი“, სადაც განთავსებულია სარეკლამო სურათები და ვიდეოები.

 

კანონის დამრღვევებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი