logo_geo
მაიამიში შენობის ჩამონგრევისას დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა
- +

2 ივლისი. 2021. 21:11

 

 

მაიამიში 12-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილობრივ ჩამონგრევის შემდეგ, 20 ადამიანის ცხედარი იპოვეს, ხოლო 128 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.

 

შენობის ჩამონგრევის მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. 2018 წლის საინჟინრო ანგარიშში ნათქვამია მიწისქვეშა პარკინგის ბეტონის, ასევე აუზის ქვეშ ბეტონის ფილის სერიოზული დაზიანების შესახებ.

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვარაუდი გამოთქვა, რომ მაიამიში 12-სართულიანი შენობის ჩამონგრევის მიზეზი შესაძლოა გლობალური დათბობა ყოფილიყო.

 

თეთრი სახლის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ვერსიის დამადასტურებელი მყარი მტკიცებულებები არ აქვს. ამასთანავე, ბაიდენმა აღნიშნა, რომ არაა გამორიცხული, სახლი ზღვის დონის მატების გამო ჩამონგრეულიყო.

 

 

big_banner
არქივი