logo_geo
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 183 მილიონს გადააჭარბა
- +

3 ივლისი. 2021. 11:42

 

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 183 მილიონს გადააჭარბა.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 183 089 842 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 3 964 052 ადამიანი გარდაიცვალა.

 

ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 33 709 176 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 605 524 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი