logo_geo
კანადაში 719 ადამიანი, სავარაუდოდ, ანომალიურ სიცხეს ემსხვერპლა
- +

3 ივლისი. 2021. 13:32

 

კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში 719 ადამიანი, სავარაუდოდ, ანომალიურ სიცხეს ემსხვერპლა. ამის შესახებ CBS News-ს პროვინციის მთავარმა სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა, ლიზა ლაპოინტმა განუცხადა.

 

მისი ინფორმაციით, ბოლო კვირის განმავლობაში პროვინციის სხვადასხვა რაიონში უეცარი გარდაცვალების 719 შემთხვევა დაფიქსირდა. სავარაუდოდ, გარდაცვალების შემთხვევები ანომალიურად მაღალი ტემპერატურითაა გამოწვეული. გარდაცვლილთა უმეტესობა პენსიონერია.

 

ადგილობრივი მეტეოროლოგების განცხადებით, ვანკუვერის მახლობლად მდებარე სოფელ ლიტონში ჰაერი 49,6 გრადუსამდე გათბა, შემდეგ კი ტყეში ხანძარი გაჩნდა. აქამდე კანადაში ჰაერის ტემპერატურას 45-გრადუსიანი ნიშნული არ გადაუკვეთავს. ძლიერი სიცხით გამოწვეული ტყის ხანძრის გამო სოფელი ლიტონი თითქმის მთლიანად დაიწვა.

 

right_banner big_banner
არქივი