logo_geo
ტუნისის სანაპიროსთან ნავის ჩაძირვის შედეგად 43 მიგრანტი დაიღუპა
- +

3 ივლისი. 2021. 18:11

 

„ტუნისის სანაპიროსთან ნავის ჩაძირვის შედეგად მინიმუმ 43 მიგრანტი დაიღუპა,“ - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ტუნისის „წითელ ნახევარმთვარეზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

 

მიგრანტები ლიბიიდან ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთით იტალიაში გადასვლას ცდილობდნენ. ნავზე, რომელიც ზუვარადან დაიძრა, იმყოფებოდნენ მიგრანტები ეგვიპტიდან, სუდანიდან, ერითრეადან და ბანგლადეშიდან.

 

გავრცელებული ინფორმაციით, მაშველებმა ნავზე მყოფი 84 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში წელს აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან 19 800 მიგრანტი ჩავიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 6 700-ს შეადგენდა.

 

big_banner
არქივი