logo_geo
ფლორენციის პოპულარულ ქუჩებში სეირნობისთვის ჯარიმა შემოიღეს
- +

3 ივლისი. 2021. 18:46

 

იტალიის ქალაქ ფლორენციაში, ტურისტულ ზონენში მდებარე ქუჩებში სეირნობისთვის ჯარიმა დაწესდა. საჯარიმო სანქცია 400-დან 1 000 ევროს ფარგლებშია. ამის შესახებ თჰე შუნ წერს.

 

ხელისუფლების გადაწყვეტილება პანდემიას უკავშირდება, რომ პრევენციისთვის პოპულარულ ქუჩებში ხალხის შეკრება თავიდან აიცილონ.

 

ფლორენციის მერი დარიო ნარდელა ადასტურებს, რომ საჯარიმო სანქციის ამოქმედებამდე ქალაქის პოპულარულ ქუჩებში საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება აიკრძალა. შეზღუდვა მოქმედებს სანტო-სპირიტოს ქუჩაზე, სადაც რესტორნები და ღამის კლუბები მდებარეობს.

 

ამის მიუხედავად, ტურისტები შეძლებენ პოპულარულ ქუჩებში მდებარე ბარებში შესვლას. ჯარიმის თავიდან ასაცილებლად, მათ სამართალდამცველებს დაწესებულებაში ყოფნის დასადასტურებლად ქვითარი უნდა აჩვენონ.

 

big_banner
არქივი