logo_geo
მაიამიში ჩამონგრეულ შენობაში სამაშველო სამუშაოები შეწყდა
- +

4 ივლისი. 2021. 11:56

 

 

მაიამიში ჩამონგრეულ 12-სართულიან შენობაში სამაშველო სამუშაოები შეწყდა. BBC-ის ინფორმაციით, რამდენიმე დღის განმავლობაში მაშველები ნანგრევებში გადარჩენილებს ეძებდნენ, თუმცა ახლა მათი პოვნის შანსი თითქმის ნულია.

 

ამასთან უახლოეს მომავალში დაგეგმილია 12-სართულიანი კორპუსის მთლიანი დემონტაჟი, რათა ის განმეორებითი არ ჩამოინგრეს.

 

საცხოვრებელი კორპუსი მაიამიში 24 ივნისს ჩამოინგრა. ამ დრომდე მაშველებმა ნანგრევებიდან 24 გარდაცვლილის ცხედარი გამოიყვანეს, 121 კი დაკარგულად ითვლება. შენობის ნგრევის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. თუმცა, ცნობილი გახდა ინჟინრის 2018 წლის დასკვნის შინაარსი, სადაც აღნიშნულია, რომ პროექტირებისას დაშვებულია შეცდომა, რამაც ხელი შეუშალა შენობის ქვემოთ წყლის გადინებას.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი