logo_geo
აშშ-ის ზოოპარკებში ცხოველების ვაქცინაცია დაიწყო
- +

5 ივლისი. 2021. 00:15

 

 

აშშ-ში, ჩრდილოეთ კალიფორნიის შტატში, ქალაქ ოკლენდის ზოოპარკში ცხოველებს კოვიდვაქცინით ცრიან. ამის შესახებ ინფორმაცია ზოოპარკის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

 

პირველად ვაქცინაცია ჩაუტარდათ რისკ-ჯგუფის ცხოველებს: ვეფხვებს, დათვებს, გრიზლის, მთის ლომებს, მაჩვებს. ამ ცხოველებმა ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიიღეს. შემდეგ ვეტერინარები პრიმატებს, ღამურებს და ღორებს აცრიან.

 

„ამ დრომდე ვიყენებდით ბარიერებს იმისთვის, რომ ცხოველები COVID-19-ით ინფიცირებისგან დაგვეცვა, ახლა კი მოხარულები ვართ, რომ ცხოველების დაცვა ვაქცინაციის შედეგად შეგვიძლია“, - განაცხადა ოკლენდის ზოოპარკის ვეტერინარიის სამსახურის ხელმძღვანელმა ალექს გერმანმა.

 

ცხოველებისთვის ვაქცინა აშშ-ში ზოოპარკებმა საქველმოქმედო აქციის ფარგლებში მიიღეს. ვაქცინა ზოოპარკებს კომპანია Zoetis-მა გადასცა. გამოცდილმა მკვლევრებმა ასევე დაამზადეს ვაქცინა კატების, ძაღლების, შინაური ფრინველებისა და მსხვილი რქოსანი პირუტყვის ასაცრელად.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი