logo_geo
აშშ-ში კაცმა ჰოთ-დოგების ჭამაში ახალი რეკორდი დაამყარა
- +

5 ივლისი. 2021. 01:11

 

 

ამერიკელმა ჯოი ჩესნატმა, რომლის მეტსახელიცაა „ყბები“ 10 წუთში 76 ჰოდ-დოგი შეჭამა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ამის შესახებ Fox News იუწყება.

 

ეს, ბოლო 15 წელიწადში ამერიკელის მეთოთხმეტე გამარჯვებაა. მან საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. 2020 წელს ჯოი ჩესნატმა 75 ჰოთ-დოგი შეჭამა. მაშინ პანდემიის გამო შეჯიბრი დახურულ სივრცეში მაყურებლის გარეშე შედგა.

 

ქალებს შორის შეჯიბრში მიშელ ლასკომ გაიმარჯვა, მან 10 წუთში 30-ნახევარი ჰოდ-დოგი შეჭამა.

 

ამ რეკორდამდე ამერიკელმა კაცმა 2019 წელს 12 საათში 413 „ქათმის ფრთა“ შეჭამა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი