logo_geo
ვატიკანში აცხადებენ, რომ რომის პაპმა ოპერაცია კარგად გადაიტანა
- +

5 ივლისი. 2021. 12:44

 

ვატიკანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მატეო ბრუნიმ განაცხადა, რომ რომის პაპმა ოპერაცია კარგად გადაიტანა.

 

რომის პაპ ფრანცისკეს კუჭზე ოპერაცია გაუკეთეს. ის რომში, ჯემელის სახელობის კლინიკაში მოათავსეს, სადაც დაგეგმილი ოპერაცია ჩაუტარდა.

 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ექიმებმა პაპს დიეტის დაცვის რეკომენდაცია მისცეს, რათა მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. წონის დაკლება 84 წლის ფრანცისკეს ხერხემლის ტკივილებს შეუმსუბუქებდა.

 

big_banner
არქივი