logo_geo
ამერიკელი რეჟისორი რიჩარდ დონერი გარდაიცვალა
- +

6 ივლისი. 2021. 11:55

 

 

ამერიკელი კინორეჟისორი რიჩარდ დონერი 91 წლისა გარდაიცვალა.

 

რეჟისორის სიკვდილი დაადასტურა მისმა მეუღლემ ლორენ შულერ დონერმა, თუმცა, გარდაცვალების მიზეზი არ სახელდება.

 

დონერმა კინოკარიერა 50-იან წლებში დაიწყო, თუმცა ის ცნობილი 1976 წელს გადაღებული ფილმით „ომენ“ გახდა. დონერმა ასევე გადაიღო ფილმი „სუპერმენი“. ყველაზე დიდი პოპულარობა მას ფილმმა „სასიკვდილო იარაღმა“ მოუტანა, რომლის ოთხივე ნაწილის რეჟისორი იყო და მეხუთე, დასკვნითი სერიის გადაღებასაც გეგმავდა.

 

 

 

big_banner
არქივი