logo_geo
თურქეთის სანაპიროსთან 76 მიგრანტი გადაარჩინეს
- +

6 ივლისი. 2021. 16:50

 

 

თურქეთში, იზმირის მახლობლად ზღვაში 76 მიგრანტი გადაარჩინეს. ამის შესახებ „ანადოლუ“ იუწყება.

 

მიგრანტები რეზინის ნავებით გადაადგილდებოდნენ. ისინი თურქეთის სანაპიროს მახლობლად საბერძნეთის მიმართულებით მიდიოდნენ.

 

მიგრანტები იმ ქვეყნებიდან გარბიან, სადაც ამჟამად კონფლიქტები მძვინვარებს. ასევე ისინი სოციალურ გასაჭირს გაურბიან. ევროპაში მიმავალ გზაზე ხმელთაშუა ზღვაში ყოველწლიურად ათასობით ადამიანი იღუპება.

 

 

big_banner
არქივი