logo_geo
იცხაკ ჰერცოგი დღეს ისრაელის მე-11 პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას შეუდგება
- +

7 ივლისი. 2021. 14:18

 

იცხაკ ჰერცოგი დღეს ისრაელის მე-11 პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას შეუდგება.

 

ინაუგურაციის ცერემონია ისრაელის პარლამენტში, ქნესეთში გაიმართება. იცხაკ ჰერცოგი ფიცს 107 წლის საოჯახო ბიბლიაზე დადებს, რომელიც თავის დროს მამამისმა, ისრაელის მე-6 პრეზიდენტმა ხაიმ ჰერცოგმა ინაუგურაციისას გამოიყენა.

 

ფიცის დადების შემდეგ, ახალი პრეზიდენტი სიტყვით მიმართავს ქნესეთს. თავის გამოსვლაში იცხაკ ჰერცოგი ისაუბრებს ისრაელის საზოგადოებაში არსებულ განხეთქილებებსა და პოლარიზაციაზე და ისრაელის დემოკრატიის შესანარჩუნებლად საჭირო ინსტრუმენტებზე.

 

2 ივნისს ისრაელის პარლამენტმა ქვეყნის მე-11 პრეზიდენტად იცხაკ ჰერცოგი აირჩია. იცხაკ ჰერცოგს ხმა 87 პარლამენტარმა მისცა. 2013-2017 წლებში იგი ლეიბორისტული პარტიის ლიდერი იყო.

 

აღსანიშნავია, რომ იცხაკ ჰერცოგის მამა, ხაიმ ჰერცოგი 1983-1993 წლებში ისრაელის მე-6 პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.

 

big_banner
არქივი