logo_geo
ჰაიტიში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა
- +

8 ივლისი. 2021. 02:45

 

ჰაიტის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, კლოდ ჟოზეფმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

 

დღეს ჰაიტის პრეზიდენტი ჟოვენელ მოიზი სასიკვდილოდ დაჭრეს. პრეზიდენტს საკუთარ რეზიდენციაში შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს.

 

„პრეზიდენტ ჟოვენელ მოიზის მკვლელები სასამართლოს წინაშე საფასურს გადაიხდიან იმისთვის, რაც გააკეთეს. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ქვეყნის უსაფრთხოება კონტროლს ექვემდებარება“, - აღნიშნა ჰაიტის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი