logo_geo
იაპონიის მთავრობა ტოკიოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას გეგმავს, რომელიც ძალაში ოლიმპიადის პერიოდშიც დარჩება
- +

8 ივლისი. 2021. 10:32

 

 

იაპონიის მთავრობა ტოკიოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას გეგმავს, რომელიც ძალაში ოლიმპიადის პერიოდშიც დარჩება.

 

მედიის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება დედაქალაქში კორონავირუსის შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე მიიღეს.

 

იაპონიის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, რომელიც მთავრობის პანდემიასთან ბრძოლის გუნდს ხელმძღვანელობს, საგანგებო მდგომარეობა ოლიმპიადის დაწყებამდე 11 დღით ადრე, 12 ივლისს ამოქმედდება და 22 აგვისტოს დასრულდება.

 

ტოკიოში გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსის 920 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია 13 მაისის შემდეგ.

 

გავრცელებული ინფორმაციით, იაპონიის პრემიერ-მინისტრი იოშიჰიდე სუგა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ოფიციალურ განცხადებას დღეს გააკეთებს.

 

 

big_banner
არქივი