logo_geo
მაიამიში შენობის ჩამონგრევისას დაღუპულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა
- +

8 ივლისი. 2021. 22:26

 

 

მაიამიში 12-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილობრივ ჩამონგრევის შემდეგ, უკვე 60 ადამიანის ცხედარი იპოვეს, ხოლო 80 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.

 

მაიამის მახლობლად მდებარე 12-სართულიანი შენობის ჩამონგრევის მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. 2018 წლის საინჟინრო ანგარიშში ნათქვამია მიწისქვეშა პარკინგის ბეტონის, ასევე აუზის ქვეშ ბეტონის ფილის სერიოზული დაზიანების შესახებ.

 

ფლორიდის შტატის ხელისუფლებამ მაიამიში, 12-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია შეწყვიტა.

 

მათივე განცხადებით, ამ დროისთვის სამაშველო ოპერაციის ჩატარების ყველა ხელმისაწვდომი საშუალება უკვე ამოწურულია. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კორპუსის ჩამონგრევიდან ორი კვირის შემდეგ „გადარჩენის შანსები ნულის ტოლია“.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი