logo_geo
ბრიტანეთი ვაქცინირებული ტურისტებისთვის კარანტინს გააუქმებს
- +

9 ივლისი. 2021. 17:51

 

კორონავირუსზე ვაქცინირებულ ტურისტებს დიდ ბრიტანეთში ჩასვლა სავალდებულო კარანტინის გავლის გარეშე შეეძლებათ. ამის შესახებ ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრმა, გრანტ შაფსმა განაცხადა.

 

მისი თქმით, მთავრობა აქტიურად მუშაობს წინადადებებზე, რომლებიც საშუალებას მისცემს მათ, ვინც აიცრა, დიდ ბრიტანეთში „ყვითელი სიის“ ქვეყნებიდან თვითიზოლაციის რეჟიმის დაცვის გარეშე შევიდნენ.

 

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 19 ივლისიდან საზღვარგარეთიდან ჩასულ ბრიტანელებს, რომლებიც „ყვითელი სიის“ ქვეყნებიდან შოდიან, 10-დღიანი კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ.

 

big_banner
არქივი