logo_geo
ლუიზიანაში 12 წლის ბიჭმა სახლში შესული შეიარაღებული მძარცველი მოკლა
- +

10 ივლისი. 2021. 01:15

 

აშშ-ში, ლუიზიანის შტატში 12 წლის ბიჭმა სახლში შესული შეიარაღებული მძარცველი მოკლა. ამის შესახებ გამოცემა New York Post-ი წერს.

 

ინციდენტი 30 ივნისს ქალაქ კლინტონში მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, 32 წლის ბრედ ლებლანი ერთ-ერთი სახლის კართან მდგარ ქალს მიუახლოვდა, ცეცხლსასროლი იარაღით დაემუქრა და სახლში შეიყვანა. ქალმა მძარცველს წინააღმდეგობა გაუწია, ხმაურზე მისი 12 წლის შვილი გამოვიდა და მძარცველს სანადირო თოფიდან ესროლა. მძარცველი მძიმედ დაშავდა და რამდენიმე საათში საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

პროკურატურამ მოზარდს მკვლელობის მუხლით ბრალი არ წარუდგინა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი