logo_geo
ქუვეითში ტემპერატურამ მზეზე 70 გრადუსს მიაღწია
- +

10 ივლისი. 2021. 10:31

 

 

ქუვეითში, ტემპერატურამ მზეზე 70 გრადუსს, ჩრდილში კი 53 გრადუსს მიაღწია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. გამოცემა Al Rai-ს ცნობით, მიმდინარე ზაფხული ბოლო 70 წლის განმავლობაში ყველაზე ცხელი იქნება.

 

ანომალიური სიცხის ფონზე ქვეყნის რამდენიმე რეგიონში მოსახლეობას ელექტროენერგიის დაზოგვისკენ მოუწოდეს, ხოლო ძველი კონდიციონერები ახლებით შეცვალონ.

 

ექსტრემალური ტემპერატურა ქუვეითის ტროპიკული მდებარეობით და ინდოეთის ოკეანეში სეზონური ტროპიკული ციკლონითაა ​გამოწვეული. მეცნიერების ვარაუდით, 50 წლის შემდეგ ქუვეითში საშუალო ტემპერატურა ზაფხულში 60 გრადუსს მიაღწევს.

 

 

right_banner big_banner
არქივი