logo_geo
ნიდერლანდებში ორი კვირის წინ გახსნილი ღამის კლუბები ინფიცირებულთა რიცხვის ზრდის გამო კვლავ დახურეს
- +

10 ივლისი. 2021. 12:47

 

 

ნიდერლანდებში ორი კვირის წინ გახსნილი ღამის კლუბები ინფიცირებულთა რიცხვის ზრდის გამო კვლავ დახურეს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა NOS-ი წერს.

 

გამკაცრებული შეზღუდვები 10 ივლისიდან ამოქმედდა.

 

9 ივლისს დღიური შემთხვევების რიცხვმა 7000-ს მიაღწია, ბოლოს ასეთი მაჩვენებელი ნიდერლანდებში მაისის დასაწყისში ფიქსირდებოდა, ივნისის ბოლოს კი ის 1000-ს ჩამოსცდა.

 

ჯანდაცვის სამინისტროში ინფიცირებულთა რიცხვის მკვეთრ ზრდას ინდური შტამის გავრცელებას უკავშირებენ.

 

 

big_banner
არქივი