logo_geo
რუსეთში ათასობით ჰექტარი ტყე იწვის – არიან დაღუპულები
- +

10 ივლისი. 2021. 20:57

 

 

რუსეთში, ჩელაბინსკის რაიონში, 14 ათასი ჰექტარი ტყე იწვის, რის შედეგადაც სულ მცირე ერთი ადამიანია დაღუპულია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ТАСС“ ავრცელებს.

 

მედიის ცნობით, ხანძრის გამო 350 ადამიანია ევაკუირებული, რომელთაგან 150 ბავშვია.

 

დროებით თავშესაფარში კი ამ დროისათვის 179 ადამიანი იმყოფება, აქედან 128 ბავშვი.

 

რუსეთის საგანგებო სამსახურის თქმით, ხანძრის ლიკვიდაციას ძლიერი ქარი აფერხებს. დამწვარია 71 ნაგებობა, მათ შორის 46 საცხოვრებელი სახლი. ხანძრის ლოკალიზებაში 500 ადამიანი და 115 ერთეული ტექნიკა იღებს მონაწილეობას, ასევე გამოყენებულია 4 სახანძრო მატარებელი.

 

 

big_banner
არქივი