logo_geo
მედია: თურქმენეთმა ავღანეთის საზღვართან მძიმე ტექნიკა გადაისროლა
- +

11 ივლისი. 2021. 00:44

 

 

თურქმენეთმა ავღანეთთან არსებულ საზღვარზე სამხედრო ძალების მძიმე ტექნიკა განალაგა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Turkmen.news საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

 

„9 ივლისის გამთენიისას სერჰეტაბადში ჩამოვიდა მატარებელი მძიმე სამხედრო ტექნიკით, რომელთა შორისაა ტანკები, ჯავშანტრანსპორტიორები და ქვემეხები“, – აღნიშნავს სააგენტო.

 

საინფორმაციო სააგენტომ შესაბამისი ფოტოებიც გამოაქვეყნა.

 

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ავღანეთში აშშ-ის სამხედრო მისია 31 აგვისტოს დასრულდება.

 

2 ივლისს ამერიკელმა ჯარისკაცებმა და NATO-ს ძალების წევრებმა ბაგრამის საჰაერო ბაზა დატოვეს.

 

1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.

 

 

big_banner
არქივი