logo_geo
ჩინეთში დიდი პანდა გადაშენების პირას მყოფ სახეობათა ნუსხიდან ამოიღეს
- +

11 ივლისი. 2021. 01:46

 

 

ჩინეთში დიდი პანდები გადაშენებისგან იხსნეს. ამ სახეობას შეეცვალა სტატუსი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველების ნუსხაში აღარ ირიცხება. ჩინეთში პანდების პოპულაცია გაიზარდა. ახლა ველურ ბუნებაში 1 800 დიდი პანდა ბინადრობს. ამის შესახებ Global Times წერს.

 

ველური ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) ინფორმაციით, დიდი პანდა დათვის ოჯახის იშვიათი წარმომადგენელია. 1961 წლიდან პანდა WWF-ის სიმბოლოა. დიდი პანდები ჩრდილოეთ ჩინეთში ბამბუკის ტყეებში ბინადრობენ. ერთი მოზრდილი პანდა დღეში 12-დან 38-კილოგრამამდე ბამბუკით იკვებება.

 

ამ სახეობის პოპულაციის შემცირება გარემო პირობების გაუარესების პირდაპირპროპორციულად მოხდა. ამის მიზეზია ბრაკონიერების მიერ ბამბუკის ტყეების გაჩეხვა.

 

დიდი პანდების აქტიური დაცვა ჩინეთში 1980-იანი წლებიდან დაიწყეს. ხელისუფლებამ პანდის ბეწვით ვაჭრობა აკრძალა. 1988 წელს აიკრძალა პანდებზე ნადირობა, ხოლო 1992 წელს ჩინეთში გაიხსნა ნაკრძალები, სადაც პანდების უმეტესობა ბინადრობს. ამ ზომების მიღების შედეგად, 2004-დან 2014 წლამდე ველურ ბუნებაში პანდების რაოდენობა 17%-ით გაიზარდა.

 

 

big_banner
არქივი