logo_geo
აშშ-ის ისტორიაში პირველად, ელჩის თანამდებობაზე არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ქალი დაინიშნა
- +

12 ივლისი. 2021. 14:42

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, პირველად ქვეყნის ისტორიაში, ელჩის თანამდებობაზე არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ქალი დაინიშნა. შანტალე ვონგი აზიის განვითარების ბანკის ამერიკული დირექტორის თანამდებობაზე წარადგინეს. ინფორმაციას NBC ავრცელებს.

 

სენატის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, ვონგი პირველი ლგბტ-წარმომადგენელი და ელჩის თანამდებობაზე არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე პირველი ქალი იქნება.

 

„ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ვონგმა დაწერა, რომ მისთვის ეს დიდი პატივია.

 

„თუ სენატმა დამამტკიცა, მე თავმდაბლურად ვიმსახურებ და აზიის განვითარების ბანკში და რეგიონში ჩემი თანამოაზრეების სახელით ამერიკული ინტერესების მიზანს შევასრულებ”, - წერს იგი.

 

მანამდე ვონგი ბანკის დირექტორთა საბჭოში დაინიშნა, მუშაობდა Millennium Challenge Corp-ის ფინანსურ დირექტორად, NASA–ს ბიუჯეტის დირექტორად და სახაზინო დეპარტამენტის ბიუჯეტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი