logo_geo
ვარშავაში, თვითმფრინავში ესტონეთის ელჩი არ შეუშვეს
- +

12 ივლისი. 2021. 16:01

 

 

კომპანიის თანამშრომლებმა, რომლებიც ვარშავის თვითმფრინავში ჩასხდომას აკონტროლებდნენ, თვითმფრინავში ყაზახეთში ესტონეთის ელჩი, ჰეიტი მიამეესი არ აუშვეს, რადგან ის პირბადის გაკეთებაზე უარს ამბობდა. ამის შესახებ RMF24 წერს.

 

გავრცელებული ცნობით, დიპლომატი აგრესიულად იქცეოდა, ამიტომ აეროპორტის დაცვა გამოიძახეს, რომელმაც დიპლომატი საპასპორტო კონტროლის ზონიდან გაიყვანა და პოლიციას გადასცა.

 

ამის შემდეგ ელჩმა პირბადე გაიკეთა, პოლიციას დიპლომატიური პასპორტი წარუდგინა და აეროპორტი ყაზახეთში გაფრენის გარეშე დატოვა.

 

ჰეიტი მიამეესი ყაზახეთში და ამავდროულად ყირგიზეთში, ტაჯიკეთსა და თურქმენეთში ელჩის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებს.

 

 

big_banner
არქივი