logo_geo
სომხეთში კარანტინი კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა
- +

13 ივლისი. 2021. 02:43

 

 

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სომხეთში გამოცხადებული კარანტინი კიდევ ექვსი თვით, 2021 წლის 20 დეკემბრამდე გახანგრძლივდა. ინფორმაციას Armenpress ავრცელებს.

 

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების რისკის შემცირების მიზნით მიიღეს.

 

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის სავარაუდო მეოთხე ტალღის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. მსოფლიოში, მათ შორის მეზობელ რუსეთის ფედერაციაში, ასევე რიგ ქვეყნებში, რომლებთანაც სომხეთს მჭიდრო კავშირი აქვს, გავრცელებულია ახალი ე.წ. დელტა შტამი, რომელიც უპრეცედენტოდ სწრაფი გავრცელებით და მძიმედ ინფიცირებით ხასიათდება“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი