logo_geo
ინდოეთში ორზე მეტი შვილის ყოლა, შესაძლოა, კანონით გაკონტროლდეს
- +

13 ივლისი. 2021. 11:34

 

ინდოეთის მთავრობამ შობადობის კონტროლის უახლესი პოლიტიკა წარადგინა, რის მიხედვითაც, წახალისდებიან ისინი, ვისაც მხოლოდ ორი შვილი ეყოლებათ. ამის შესახებ გამოცემა BBC წერს.

 

გაეროს ანგარიშის მიხედვით, 2027 წლისთვის მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ინდოეთმა შესაძლოა გადაუსწროს ჩინეთს და პირველი ადგილი დაიკავოს.

 

მთავრობის გეგმა მოიცავს სამუშაო ადგილების გაუქმებას, დაწინაურების უფლების შეზღუდვას, სუბსიდიების ჩამორთმევასა და ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევას იმ წყვილებისათვის, ვისაც ორზე მეტი შვილი ეყოლება.

 

ხოლო ისინი, ვისაც ორი ან ერთი შვილი ჰყავთ, შეღავათებს მიიღებენ, კერძოდ, გადასახადების შემცირებას, იპოთეკის სუბსიდირებასა და კომუნალური გადასახადების ანაზღაურებას.

 

big_banner
არქივი