ერაყის ქალაქ ნასირიაში, საავადმყოფოში ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 44 ადამიანი დაიღუპა, 67-ზე მეტი დაშავდა. ინფორმაციას ჯანდაცვის უწყებებსა და პოლიციაზე დაყრდნობით სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი ჟანგბადის ბალონის აფეთქება გახდა, რომელიც COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტებისთვის იყო განკუთვნილი.
საავადმყოფოს დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს და დააკავეს.