logo_geo
ერაყში საავადმყოფოში ხანძარს 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
- +

13 ივლისი. 2021. 12:06

 

ერაყის ქალაქ ნასირიაში, საავადმყოფოში ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 44 ადამიანი დაიღუპა, 67-ზე მეტი დაშავდა. ინფორმაციას ჯანდაცვის უწყებებსა და პოლიციაზე დაყრდნობით სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

 

წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი ჟანგბადის ბალონის აფეთქება გახდა, რომელიც COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტებისთვის იყო განკუთვნილი.

 

საავადმყოფოს დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს და დააკავეს.

 

big_banner
არქივი