logo_geo
24-წლიანი ძებნის შემდეგ, ჩინელმა კაცმა გატაცებული შვილი იპოვა
- +

13 ივლისი. 2021. 14:17

 

ჩინელმა კაცმა იპოვა შვილი, რომელიც 24 წლის წინ გაიტაცეს და, ამ დროის განმავლობაში, მისგან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ცხოვრობდა, - ამის შესახებ BBC წერს.

 

კაცმა, შვილის მოსაძებნად, მთელი ჩინეთი მოტოციკლით შემოიარა და ნახევარ მილიონ კილომეტრზე მეტი გაიარა.

 

მისი ვაჟი ორი წლის იყო, როცა ადამიანებით მოვაჭრე პირებმა შანდონგის პროვინციიდან გაიტაცეს. ბავშვი სახლთან ახლოს თამაშობდა, როცა ის ქალმა გაიტაცა და ავტობუსის გაჩერებამდე მიიყვანა, სადაც თანამზრახველი კაცი ელოდა. მოგვიანებით, ის მეზობელ პროვინციაში მცხოვრებ ოჯახს მიჰყიდეს.

 

მედია დეტალურად არ წერს, თუ როგორ მიაგნო კაცმა შვილს, თუმცა, დნმ-ს ტესტმა მათი მამაშვილობა უკვე დაადასტურა. დაკავებულია ორი ეჭვმიტანილი.

 

მამის ისტორიის მიხედვით, რომელმაც უდიდესი ქვეყნის 20-ზე მეტი პროვინცია შემოიარა შვილის მოსაძებნად, 2015 წელს გადაიღეს ფილმი „Lost And Love“.

 

მრავალი წელია, ჩინეთში ბავშვების მოტაცება და გაყიდვა სერიოზული პრობლემაა.

 

big_banner
არქივი