logo_geo
საფრანგეთის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა „გუგლი“ 500 მილიონით დააჯარიმა
- +

13 ივლისი. 2021. 14:54

 

საფრანგეთის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა კომპანია „გუგლი“ 500 მილიონი ევროთი დააჯარიმა. „როიტერის“ ინფორმაციით, ჯარიმა უკავშირდება დროებითი ბრძანებების სრულად შეუსრულებლობას, რომელიც ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა კომპანიას ქვეყნის ახალი ამბების გამომცემლებთან დავაში მისცა.

 

ფრანგული სამსახურის ინფორმაციით, „გუგლმა“ პრესის გამომცემლებთან უფლებების გამოყენებასთან დაკავშირებით სათანადო მოლაპარაკებები არ გამართა. მომდევნო ორი თვის განმავლობაში აშშ-ის ტექნოლოგიურმა გიგანტმა უნდა წარმოადგინოს წინადადებები, თუ როგორ აუნაზღაურებს სააგენტოებსა და სხვა გამომცემლებს მათი ახალი ამბების გამოყენებისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანიას დამატებით ყოველდღიურად 900 000 ევროს ჯარიმის გადახდა მოუწევს.

 

ახალი ამბების გამომცემლები, „აპიგი“, „სეპმი“ და „ესოშიეთიდ ფრანს პრესი“ კომპანია „გუგლს“ ადანაშაულებენ, რომ მათ ვერ შეძლეს კეთილსინდისიერი მოლაპარაკებების გამართვა ახალი ამბების შინაარსის ანაზღაურებასთან დაკავშირებით ევროკავშირის ახალი დირექტივით, რომელიც ე.წ. მეზობელ უფლებებს ქმნის. „აპიგი“ ბეჭდური ახალი ამბების მთავარ გამომცემელთა უმრავლესობას წარმოადგენს, მათ შორისაა, „ფიგარო“ და „მონდი“.

 

big_banner
არქივი