logo_geo
ლონდონის მეტრო დაიტბორა
- +

13 ივლისი. 2021. 16:17

 

ლონდონში უხვი ნალექის გამო მეტრო დაიტბორა. ინფორმაციას „The Independent“ ავრცელებს.

 

ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ერთ საათში 47,8 მმ ნალექი მოვიდა, როდესაც მთელი ივლისის მანძილზე ამ რაიონში 44,5 მმ ნალექი მოდის.

 

დატბორილ რაიონებში ევაკუაცია გამოცხადდა. ანალოგიური სიტუაცია კენსინგტონსა და ჩელსიშიც იყო. სასტუმროებში 120 ადამიანი გადაიყვანეს. სახანძრო სამსახურმა 1000-ზე მეტი გამოძახება მიიღო.

 

უამინდობის შედეგად ლონდონის მეტროს 8 სადგური დაიტბორა, რის გამოც გადაადგილება შეფერხებით ხორციელდებოდა.

 

ჯერჯერობით უცნობია, რა ზარალი მიაყენა უხვმა ნალექმა ლონდონს.

big_banner
არქივი