logo_geo
ანგელა მერკელი: რაც უფრო მეტი აცრილი იქნება, მით უფრო თავისუფლად ვიქნებით და უფრო თავისუფლად ვიცხოვრებთ
- +

13 ივლისი. 2021. 17:09

 

„არავინ არის დაცული მარტო. რაც უფრო მეტი აცრილი იქნება, მით უფრო თავისუფლად ვიქნებით და უფრო თავისუფლად ვიცხოვრებთ,“ - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად და ახალი ვარიანტების წინააღმდეგ საბრძოლველად საჭიროა, 12-დან 59 წლამდე ასაკის მოქალაქეების 85% -ისა და 60 წელს ზემო ასაკის პირების 90%-ის ვაქცინაცია.

 

ამასთან, კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ აცრის გაკეთება გერმანიაში სავალდებულო არ გახდება.

 

„ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნება“, - აღნიშნა კანცლერმა და დასძინა, რომ ამან შეიძლება, პროცესის მიმართ ხალხის ნდობა შეარყიოს.

 

ცნობისათვის, გერმანიაში ამ დროისთვის სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის დაახლოებით 43%.

 

right_banner big_banner
არქივი