logo_geo
„Lufthansa“-ში მგზავრებს „ქალბატონებო და ბატონებო“-თი აღარ მიმართავენ
- +

14 ივლისი. 2021. 12:44

 

სულ მალე ევროპის უდიდეს ავიაკომპანია „Lufthansa“-ში აღარ მოგმართავენ სიტყვებით „ქალბატონებო და ბატონებო“. ნაცვლად ამისა, გამოყენებული იქნება სიტყვები „ძვირფასო სტუმრებო“ ან უბრალო „დილა მშვიდობის / საღამო მშვიდობის“. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

 

კომპანიაში განმარტავენ, თუ რატომ მიიღეს მსგავსი გადწყვეტილება. როგორც სპიკერი ამბობს, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს ბორტზე მყოფი ყველა მგზავრის პატივისცემას, მათ შორის მათიც, რომლებიც არ გამოირჩევიან როგორც მამრობითი ან მდედრობითი სქესის წარმომადგენლები.

 

ახალი პოლიტიკა ვრცელდება გერმანიის ავიაკომპანია „Lufthansa“-ზე, ასევე ჯგუფის შვეიცარიულ, ავსტრიულ, ბრიუსელისა და „Eurowings“-ის ავიაკომპანიებზეც.

 

„მრავალფეროვნება ცარიელი ფრაზა არ არის, ეს „Lufthansa“-სთვის რეალობაა. ამიერიდან ჩვენც გვსურს, ამ ენაზე გამოვხატოთ დამოკიდებულება“, – აცხადებს კომპანიის სპიკერი.

 

ცვლილება ძალაში გადაწყვეტილების მიღებისთანავე შევა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი