logo_geo
ამერიკელი რეპერი პირდაპირ ეთერში ჩაცხრილეს
- +

15 ივლისი. 2021. 10:43

 

ლოს-ანჯელესში რეპერი Indian Red Boy პირდაპირ ეთერში მოკლეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

 

არსებული ინფორმაციით, 21 წლის კაცი, რომლის ნამდვილი სახელიც ზერაილ დიჟონ რივერაა, Instagram-ზე ლაივს საკუთარ ავტომობილში წერდა, როდესაც მანქანასთან უცნობი ადამიანი მივიდა და კაცს სულ მცირე 12-ჯერ ესროლა.

 

პოლიციაში ვარაუდობენ, რომ რივერა რომელიმე ბანდის წევრი იყო და მკვლელობას სწორედ ამ ფაქტს უკავშირებენ. თავდამსხმელი იდენტიფიცირებული ამ დრომდე არ არის.

 

big_banner
არქივი