logo_geo
„Virgin Galactic“ კოსმოსში ორ ბილეთს ათამაშებს
- +

15 ივლისი. 2021. 11:40

 

რიჩარდ ბრენსონის კომპანია „Virgin Galactic“ და პლატფორმა Omaze სუბორბიტალურ კოსმოსურ ფრენაზე ორ ბილეთს ათამაშებენ. ინფორმაცია ამის შესახებ Omaze-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

გათამაშება 1 სექტემბრამდე გაგრძელდება და მას მხოლოდ ერთი გამარჯვებული ეყოლება, რომელსაც ორივე ბილეთი შეხვდება. მისი ვინაობა სავარაუდოდ 29 სექტემბერს გახდება ცნობილი. გათამაშებაში მონაწილეობა უფასოა, მაგრამ მსურველებს 10-დან 100 დოლარამდე დონაციის გაკეთება შეუძლიათ. შეგროვილი თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება და ამავდროულად მონაწილეთა გამარჯვების შანსებს გაზრდის.

 

ფრენა 2022 წელს გაიმართება, გათამაშების გამარჯვებული რიჩარდ ბრენსონს შეხვდება.

 

რიჩარდ ბრენსონმა და მისმა გუნდმა „Virgin Galactic“​-ის ხომალდით პირველი სუბორბიტალური ფრენა 11 ივლისს განახორციელეს.

 

right_banner big_banner
არქივი