logo_geo
სასამართლომ ბრიტნი სპირსს მეურვეობის საქმეზე საკუთარი ადვოკატის აყვანის ნებართვა მისცა
- +

15 ივლისი. 2021. 12:01

 

ლოს-ანჯელესის ოლქის უზენაესმა სასამართლომ მომღერალ ბრიტნი სპირსს მასზე მეურვეობის საქმეზე საკუთარი ადვოკატის აყვანის უფლება მისცა. ამის შესახებ „The Hollywood Reporter“ წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ახლა მომღერლის იურიდიულ ინტერესებს მეთიუ როზენგარტი დაიცავს, რომლის სპეციალიზაციაც ამერიკელი ვარსკვლავების სასამართლოში წარდგენაა. მან უკვე განაცხადა, რომ მისი მიზანი მომღერლის მეურვეობისგან გათავისუფლება იქნება.

 

23 ივნისს ბრიტნი სპირსმა 2 წლის განმავლობაში პირველად მისცა ჩვენება სასამართლოს და მამის მეურვეობისგან გათავისუფლება მოითხოვა. მან განაცხადა, რომ მას მუშაობას აიძულებენ და დაორსულების ნებართვას არ აძლევენ. მომღერლის ადვოკატებს მისი ახალი მოთხოვნები იურიდიულად ჯერ არ გაუფორმებიათ.

 

ბრიტნი სპირსი თავისი მამის მეურვეობის ქვეშ 2008 წლიდანაა, მას შემდეგ, რაც ალკოჰოლსა და ნარკოტიკებთან პრობლემების გამო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდა. სასამართლოში მან აღნიშნა, რომ კლინიკაში თავისი სურვილის წინააღმდეგ მოათავსეს. მეურვეებს სრული კონტროლი აქვთ მომღერლის ცხოვრებასა და ფინანსებზე.

 

big_banner
არქივი