„SpaceX“-ისა და „Tesla“-ს დამფუძნებელი ილონ მასკი აცხადებს, რომ მარსზე პირველი ქალაქის აშენებას 2050 წლისთვის აპირებს. ამის შესახებ განცხადება მან „ტვიტერის“ საკუთარ ანგარიშზე გამოაქვეყნა.
„SpaseX“ ტეხასში მეორე ქარხანას გახსნის, რომელიც Raptor-ძრავებს აწარმოებს. ეს ძრავები „Starship“-ის ხომალდებისთვის გამოიყენება, რომლებიც მარსზე ფრენისთვის იქნება განკუთვნილი.
მასკის განცხადებით, წელიწადში 800-დან 1000-მდე Raptor-ის ძრავის გამოშვება იქნება საჭირო, რათა ათი წლის განმავლობაში ფლოტი შეიქმნას, რომელსაც მარსზე ქალაქის აშენება შეეძლება.
„ქალაქის მშენებლობას დაახლოებით 20 წელი დასჭირდება, ამიტომ იმედი გვაქვს, რომ 2050 წლისთვის მოვასწრებთ”, - განაცხადა მასკმა.