logo_geo
ჰონგ-კონგელი ინფლუენსერი "ინსტაგრამისთვის" ფოტოს გადაღებას ემსხვერპლა
- +

15 ივლისი. 2021. 22:30

 

​ჰონგ-კონგელი ინტერნეტვარსკვლავი და ინფლუენსერი სოფია ჩონგი საავადმყოფოში გარდაიცვალა. 32 წლის ქალი მეგობრებთან ერთად მთაში მდებარე პარკში იმყოფებოდა. მან ჩანჩქერთან ფოტოს გადაღება გადაწყვიტა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და სიმაღლიდან გადავარდა. მაშველებმა ჩონგი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

 

ინფლუენსერს "ინსტაგრამზე" 19000 გამომწერი ჰყავს, ის ხშირად აზიარებდა ფოტოებს, სადაც ჩანს, თუ როგორ მიცოცავს კლდეზე, დგას კლდის ნაპირას ცალი ფეხით და ა.შ.

 

"ინსტაგრამის" მომხმარებლები ხშირად ხდებიან ფოტოგადაღების მსხვერპლები - რამდენიმე დღის წინ, ჩონგის მსგავსად, ჩანჩქერთან ფოტოს გადაღებისას 23 წლის პორტუგალიელი ინფლუენსერი გარდაიცვალა - ის მექსიკაში მოგზაურობისას სიმაღლიდან გადავარდა, ცხედარს მაშველებმა ვერ მიაგნეს.

 

right_banner big_banner
არქივი