logo_geo
მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობამ 7,5 მილიარდს გადააჭარბა
- +

26 აპრილი. 2017. 22:16



მსოფლიოს მოსახლეობის მთვლელის მონაცემების მიხედვით, პლანეტის პოპულაციამ 7,5 მილიარდს გადააჭარბა და ამჟამად 7 500 397 000 - შვიდი მილიარდ ხუთასი მილიონ სამასოთხმოცდაჩვიდმეტი ათასზე მეტნი ვართ.


2016 წლის პირველი იანვრის მონაცემებით, საქართველოში 3 720 400 ადამიანი ცხოვრობს, რაც მსოფლიო პოპულაციის 0.049%-ია.


ამავე მთვლელის მონაცემებით, წელს 44,5 მილიონი ადამიანი დაიბადა და 18,4 მილიონი გარდაიცვალა.


Worldometers სტატისტიკური მონაცემების შესაგროვებლად მაღალი რეპუტაციის რამდენიმე წყაროს ეყრდნობა. მათ შორის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას, გაეროსა და მსოფლიო ბანკს.


აშშ-ს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი 30 წელზე ახალგაზრდაა.


ყველაზე ახალგაზრდა ერი და ქვეყანა ნიგერიაა, რომლის 189 მილიონიანი პოპულაციის ნახევარზე მეტი 15 წელზე პატარა ასაკისაა, ხოლო ყველაზე ხნიერი ქვეყანა მონაკოა, რომლის მოსახლეობის 50%-ზე მეტი 50 წელზე მეტისაა.


გაეროს უახლესი მონაცემების მიხედვით ჩვენს პლანეტაზე ამჟამად 65 მილიონით მეტი კაცი ცხოვრობს.


ქვეყნებს შორის პოპულაციით ლიდერი კვლავ ჩინეთია, რომლის მოსახლეობაც ბოლო მონაცემებით მილიარდ სამასოთხმოცდახუთი მილიონია.


მსოფლიოს მასშტაბით ინტერნეტს 3 620 286 000-ზე მეტი ადამიანი იყენებს.


Worldometers სხვა ტიპის სტატისტიკურ მონაცემებსაც გვთავაზობს:


წელს გამოიცა 816 283 წიგნი

გაიყიდა 3 მილიონ ოთხასი ათასზე მეტი მობილური ტელეფონი

2017 წლის განმავლობაში დაიწერა 75 მილიარდზე მეტი ტვიტი

მხოლოდ წელს 600 მილიარდჯერ დაგუგლეს რაღაც

გაიჩეხა 1,5 მილიონ ჰექტარზე მეტი ტყე

მსოფლიოს მასშტაბით 744 მილიონამდე ადამიანი შიმშილობს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი