logo_geo
აშშ-ის საზღვაო სპეცრაზმში პირველად გაწევრიანდა ქალი
- +

16 ივლისი. 2021. 12:47

 

 

აშშ-ის საზღვაო ძალების სპეციალური ოპერაციების სამმართველომ, რომლის შემადგენლობაში „ზღვის ლომები" შედიან, საკუთარ რიგებში პირველად მიიღო ქალი. მის სახელს უსაფრთხოების მიზნით არ ასახელებენ. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, მან საბრძოლო ნავის ოპერატორის საკვალიფიკაციო გამოცდა ჩააბარა. სამმართველოს მეთაურმა, კონტრ-ადმირალმა ჰოვარდმა, თავისი ახალი თანამშრომლის მიღწევას „ექსტრაორდინალური" უწოდა.

 

საზღვაო სპეცრაზმში გაწევრიანებას 18 ქალი ცდილობდა, აქედან 14-მა ტესტი ვერ ჩააბარა. სამი პრეტენდენტი ჯერ კიდევ ატესტაციისთვის მომზადების სტადიაზეა.

 

 

big_banner
არქივი