logo_geo
კუნძულ სარდიანიაზე ერთ-ერთი სახლის სახურავს კოკაინით სავსე ჩანთა დაეცა
- +

16 ივლისი. 2021. 18:24

 

 

კუნძულ სარდიანიაზე ერთ-ერთი სახლის სახურავს კოკაინით სავსე ჩანთა დაეცა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

 

მედიასაშუალების ცნობით, სახლის მფლობელებმა ხმაური გაიგეს და პოლიცია გამოიძახეს, რომელმაც ადგილზე ცხრა მილიონი ევროს ღირებულების ნარკოტიკით სავსე ჩანთა იპოვეს.

 

ვარაუდობენ, რომ ჩანთა, რომელშიც 8,5 კილოგრამი ნარკოტიკი იყო მოთავსებული, მცირე ზომის თვითმფრინავიდან ნარკოდაჯგუფებების წევრებისთვის უნდა გადაეგდოთ, თუმცა ტვირთი ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრების სახლის სახურავს დაეცა.

 

შემთხვევა სარდინიის ქალაქ ბარატილი სან პიეტროში მარტში მოხდა, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 1 200 ადამიანს შეადგენს. ოთხთვიანი გამოძიების შემდეგ პოლიციამ მიმდინარე კვირას თვითმფრინავის პილოტი დააკავა. ამჟამად, სამართალდამცველები ნარკოდაჯგუფების წევრებს ეძებენ, რომლებისთვისაც განკუთვნილი იყო კონტრაბანდული ტვირთი.

 

 

big_banner
არქივი