logo_geo
ბელგიაში 20 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
- +

16 ივლისი. 2021. 20:08

 

 

ბელგიაში 20 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა, რაც ქვეყნის სამხრეთით მომხდარი წყალდიდობის შედეგად ადამიანების გარდაცვალებასთან არის დაკავშირებული. ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ბრიუსელში ქვეყნის პრემიერ - მინისტრმა ალექსანდერ დე კროომ განაცხადა.

 

„ბელგიაში 20 ივლისი გამოცხადდა ეროვნული გლოვის დღედ. სტიქიის შედეგები ყველაზე კატასტროფული აღმოჩნდა, რომლის მსგავსიც ჩვენ ქვეყანაში არასოდეს ყოფილა“, - განაცხადა ქვეყნის პრემიერ - მინისტრმა.

 

ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, ჯერჯერობით შეუძლებელია ზარალის დადგენა, ვინაიდან, სტიქიის ადგილებში მისვლა ვერ ხერხდება.

 

გარდა ამისა, რეგიონში ვითარების გაუარესებას ელოდებიან, რა დროსაც დღეს წყლის დონემ შესაძლოა, ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწიოს.

 

ბოლო მონაცემებით, სტიქიას ქვეყანაში 23 ადამიანი ემსხვერპლა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი