logo_geo
ლიეტუვაში "მოდერნას" ვაქცინები გაანადგურეს
- +

17 ივლისი. 2021. 01:22

 

 

ვადის გასვლის გამო ლიეტუვამ "მოდერნას" ვაქცინის 5000 დოზა გაანადგურა.

 

ამასთან, ვაქცინაციის ცენტრის ხელმძღვანელი კიპრას კრასაუსკასი.არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, საჭირო გახდეს სხვა მწარმოებლების ვაქცინის განადურებაც. მისი თქმით, ვაქცინაციის მსურველთა ნაკლებობის გამო ბოლო პერიოდში მუნიციპალიტეტების ნაწილი ვაქცინას აღარ იღებს.

 

კრასაუსკასმა ასევე არ გამორიცხა, რომ ვაქცინები სხვა ქევაყანას აჩუქონ. მისივე თქმით, ვაქცინციის პროცესის დასაჩქარებლად ლიეტუვაში სპეციალური ავტობუსები ივლის და მოსახლეობას აცრას შესთავაზებს.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ლიეტუვაში კორონავირუსის 279 ათასზე მეტი შემთხვევაა დარეგისტრირებული, გარდაიცვალა 4 404 ადამიანი. ოფიციალური მონაცემებით, ლიეტუვას ვაქცინირებული ჰყავს მოსახლოების დაახლოებით 44%.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი